მთავარისიახლეებიპოლიტიკალარსზე სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი მანქანა დგას, რადგან უამინდობის გამო გზის გაწმენდა...

ლარსზე სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი მანქანა დგას, რადგან უამინდობის გამო გზის გაწმენდა ვერ ხდება, თუმცა ეს უზარმაზარი მარაგი მალე ქვეყანაში შემოვა – ლევან დავითაშვილი

Published on

“შეკვეთები არის გზაში, კლიმატური პირობების გამო ფოთში შემოსული გემების ჩამოტვირთვა რთულდება, სირთულეებია დასავლეთიდან აღმოსავლეთის დამაკავშირებელ მარშრუტებზე, ლარსზე არის ძალიან დიდი რიგი, დაახლოებით, 1000-ზე მეტი სურსათით დატვირთული მანქანა დღეს დგას იქიდან გამომდინარე, რომ გაწმენდითი სამუშაოები ზოგიერთ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო შეზღუდულია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ პანიკას არ ავყვეთ, ხდება მოკლევადიანად,გარკვეულ დღეების ან საათების განმავლობაში კონკრეტულ პროდუქტებზე ფასების ზრდა, რაც ისევ მომხმარებელს, მოსახლეობას აზარალებს. ეს არის ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი. 2-3 დღეში კლიმატური სიტუაცია გამოსწორდება და ის უზარმაზარი მარაგი, რომელიც ჭარბად არის შეკვეთილი, რადგანაც ჩვენ გვქონდა რეგულარული მუშაობა ყველა მომწოდებელთან, ქვეყანაში შემოვა და ცრუ პანიკის გამო კონკრეტული მომხმარებლები დაზარალდებიან. ეს ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი და წარმოუდგენელია” – აცხადებს დავითაშვილი.

მისივე განმარტებით, სამინისტრო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში, კრიზისულ პერიოდში სტაბილური ფასების შენარჩუნება მოხდეს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...