მთავარისიახლეებისაზოგადოებაკორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, პნევმონია კი 11 პირთან ფიქსირდება

კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, პნევმონია კი 11 პირთან ფიქსირდება

Published on

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ზოგ პაციენტს ასაკთან ერთად თან თანმხმლები დაავადება აქვს, რის გამოც მათი მდგომარეობა პრობლემურია. მისი თქმით, პნევმონია 11 პაციენტს აქვს.

„ჩვენს კლინიკაში ამჟამად სულ წევს 46 ავადმყოფი, მათგან 30 კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევით. გარდა ამისა, 7 პაციენტი დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით წევს ქვეყნის სხვა კლინიკებში, რომელიც როგორც გუშინ და გუშინწინ ვთქვით, პრემიერის განკარგულებით განისაზღვრა, როგორც მიმღები ინფექციურ საავადმყოფოსთან ერთად. ანუ, 30 ადამიანი წევს ინფექციურ საავადმყოფოში, 7 წევს დანარჩენ კლინიკებში და ერთი გამოჯანმრთელებული გაეწერა. სულ ამ მომენტისთვის საქართველოში დაფიქსირებულია 38 დადასტურებული შემთხვევა.

37 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. რამდენიმე პაციენტი პრობლემურია, რამდენადაც მათ აქვთ ასაკი და აქვთ თანმხლები დაავადებები, მაგალითად მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა ან სხვა. სულ პნევმონია აქვს 11 ავადმყოფს. რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ვისაც პნევმონია აქვს, ხოლო დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია“,-აცხადებს ცერცვაძე.

ცნობისთვის, ამჟამად საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 38 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, თუმცა თვითიზოლაციაში იმყოფება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...