სოფელ ინგირში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა BMW-ს მარკის ავტომობილი და ამოტრიალდა. არსებული ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დაშავებული გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, ექიმის გამარტებით, დაშავებულს ნამსხვრევები აქვს თვალში, სხვა გართულებები არ აღენიშნება და მდგომარეობა სტაბილურია.