მთავარისიახლეებისაზოგადოებადონალდ ტრამპს კორნავირუსი არ დაუდგინდა

დონალდ ტრამპს კორნავირუსი არ დაუდგინდა

Published on

ტესტირების გავლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კორონავირუსი არ დაუდგინდა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პასუხი უარყოფითია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვირუსზე ტესტის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის დელეგაციის რამდენიმე წევრს “კოვიდ 19” დაუდასტურდა. გასულ კვირას დონალდ ტრამპმა მათ ფლორიდაში, სადილზე უმასპინძლა.

რაც შეეხება ქვეყანაში ამოქმედებულ უსაფრთხოების დამატებით ზომებს, აშშ-ში შესვლა უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებსაც შეეზღუდათ, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში იმყოფებოდნენ. გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა არ მოქმედებს აშშ-ის მოქალაქეებსა და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებზე. ამ დროისთვის, შეზღუდვები შენგენის ზონის 26 სახელმწიფოსთვის არის დაწესებული. ამერიკაში 3 ათასამდე ინფიცირებული და 90 გარდაცვლილია.

“პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით. მათ შორის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიასთან. გადაწყვეტილება უკვე ძალაში შევიდა. ვფიქრობ, ვირუსი კიდევ უფრო რომ არ გავრცელდეს ეს საშუალება ეფექტურია. შეზღუდვები არ შეეხებათ ჩვენს იმ მოქალაქეებს ვინც ამ ქვეყნებიდან მოემგზავრებიან,” – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა. 

156 930 ინფიცირებული და 5 839 გარდაცვლილი – კორონავირუსმა, რომელმაც ერთ ქვეყანაში იფეთქა, ეტაპობრივად უკვე 150-ზე მეტ სახელმწიფოში შეაღწია. ქვეყნები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 

სიახლეები

ირაკლი ფაცაციამ ზუგდიდის კრიმპოლის უფროსის თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი ფაცაციამ თანამდებობა დატოვა. როგორც ირკვევა, კრიმპოლის უფროსმა სამსახურიდან...

მინისტრის მოადგილე თსუ-სა და სტუ-ს რეორგანიზაციის პროცესის დასრულების სავარაუდო დროს ასახელებს

"ქართული ოცნების" განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას თქმით, თსუ-სა და სტუ-ს რეორგანიზაციის პროცესის მინიმალური...

პარლამენტის საგაზაფხულო სესია აქციის ფონზე გაიმართება

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს, 3 თებერვალს გაიხსნება. პირველივე სხდომაზე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის...

ეუთოს სპეციალური მისია საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება

ეუთოს სპეციალური მისია საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება - "ქართულმა ოცნებამ" მალე უნდა განაცხადოს ითანამშრომლებს, თუ...