მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში ახალი კორონავირუსის მესამეული გადაცემის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამეული გადაცემის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

Published on

“ახალი 5 შემთხვევა უკავშირდება იტალიას. გვაქვს უკვე მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი. მესამეული და მეოთხეული როცაა, სამწუხაროდ ეს ნიშნავს რომ ჩვენ გვაქვს უკვე შიდა შემთხვევები. სიმპტომები მსუბუქია.

30 იანვრიდან მოყოლებული გვქონდა 676 ე.წ. შესაძლო შემთხვევა და აქედან დღეის მდგომარეობით გვაქვს ინფიცირების 30 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დილას დადასტურდა 5 შემთხვევა, რომელიც უკავშირდება იტალიას. მე არ ჩავუღრმავდები დანარჩენ პერსონალურ დეტალებს. 30 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში გახლავთ ირანში მოგზაურობის ისტორია, ერთი – ესპანეთში მოგზაურობის ისტორია, დანარჩენი 27 პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიას. აქედან 12 შემთხვევა უკავშირდება იტალიასთან მოგზაურობას, 10 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს და დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა. ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი“ – განაცხადა გამყრელიძემ.

სიახლეები

რა ხდება მოლაპარაკებებზე უკრაინასთან დაკავშირებით – ახალი დეტალები

-ოთო კონჯარია, ალფა სიხშირე- ამერიკელები უკრაინას აწვდიან რუსეთის ფედერაციის პოზიციას, რომელიც დონბასიდან უკრაინული ძალების სრულ...

“კამიტი” – პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური იარაღი, რომელიც შსს-მ თბილისში გამოიყენა – BBC

გასულ წელს, თბილისში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩახშობის დროს, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა „კამიტი“, ქიმიური საბრძოლო...

არსებობს კარგი შანსი, რომ სამშვიდობო შეთანხმება მაინც შედგეს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მაიამიში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის დასრულების შემდეგ, იმედი გამოთქვა,...

ქუთაისში სამი ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი – დაიღუპა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება,...