საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მსჯავრდებულმა გიგი უგულავამ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.
„მივართეთ საქართველოს პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენების შუამდგომლობით, რათა მან გაათავისუფლოს გიგი უგულავა საპატიმრო დაწესებულებიდან“ – განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ