მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში ხვალ თოვლ-ჭყაპს ელოდებიან

საქართველოში ხვალ თოვლ-ჭყაპს ელოდებიან

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 14 მარტს, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა, თოვლ-ჭყაპიც იყოს.

დღეს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მაღალი იქნება, დასავლეთ საქართველოში +20 +25 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი, +17 +22 გრადუსი. ხვალ დღისით საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა, თოვლ-ჭყაპი იყოს, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, დაბლობსა და ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით +15 +18 გრადუსი იქნება.

დედაქალაქშიც გაწვიმდება და დღის ბოლოს დაუბერავს დასავლეთის მიმართულების ქარი, ხვალ თბილისში მოსალოდნელია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით +15 +17 გრადუსი. ნალექის ინტენსივობა 15 მარტს შესუსტდება, მხოლოდ ერთი დღით გამოიდარებს. 16 მარტიდან საქართველოში არამდგრადი ამინდები დაიწყება

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...