მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს 2020 წლის თავისუფლების ინდექსი გაუარესდა - Freedom House

საქართველოს 2020 წლის თავისუფლების ინდექსი გაუარესდა – Freedom House

Published on

Freedom House საქართველოს 2020 წლის თავისუფლების ინდექსთან დაკავშირებით დეტალურ შეფასებას აქვეყნებს. დოკუმენტში 2019 წელს საქართველოში მიმდინარე მოვლენებია ასახული, სადაც ყურადღება 20 ივნისის მოვლენებზეა გამახვილებული, ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ ძალას გადაამეტა.

პუბლიკაციაში ნახსენებია, მამუკა ბახტაძის მიერ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვება და მის ადგილზე გიორგი გახარიას დანიშვნა, პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და მედიაგარემოში მიმდინარე ცვლილებები.

საქართველოს თავისუფლების ინდექსი გასულ წელთან შედარებით 2 ქულით გაუარესდა. სახელმწიფო “ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების” კატეგორიაშია და 100-დან 61 ქულა აქვს მინიჭებული.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...