მთავარისიახლეებისაზოგადოებამზადაა 3 სცენარი: პირველი ინფიცირებულთა სიმცირეს, მეორე - რამდენიმე ასეულს, მესამე კი...

მზადაა 3 სცენარი: პირველი ინფიცირებულთა სიმცირეს, მეორე – რამდენიმე ასეულს, მესამე კი 400-მდე მძიმე პაციენტს გულისხმობს – ეკატერინე ტიკარაძე

Published on

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებით სამი სცენარი არის მზად.

მინისტრის განმარტებით, პირველი სცენარი გულისხმობს ინფიცირებულ პაციენტთა სიმცირეს, მეორე სცენარი რამდენიმე ასეულ პაციენტს, ხოლო ბოლო სცენარში დაახლოებით 400-მდე მძიმე პაციენტის არსებობას.

„სამი სცენარი ნიშნავს იმას, როდესაც ჩვენ ძალიან მსუბუქად გადავივლით ამ პანდემიას საქართველოში და ინფექციის გავრცელება, პაციენტების რაოდენობა ნაკლები იქნება, რაც შეიძლება შედარებით ხანგრძლივი პროცესი იყოს.

ასევე არის საშუალო სცენარი, რომელიც შეიძლება 12 კვირის განმავლობაში გრძელდებოდეს და ის ქვეყანაში რამდენიმე ასეულ პაციენტს გულისხმობს. არსებობს კიდევ უფრო რთული სცენარი, როდესაც შეიძლება გვყავდეს დაახლოებით 400-მდე უკვე მძიმე პაციენტი, რომლის მართვაც, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი ინფრასტრუქტურა და ასევე საექიმო პერსონალი მომზადებული გვყავს იმისთვის, რომ ამ საგანგებო მდგომარეობაში შესაბამისად შევძლოთ მუშაობა. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს საფუძველი, მშვიდად ვიყოთ, მაგრამ არ გვაქვს საფუძველი, მოვდუნდეთ და მობილიზებულები არ ვიყოთ“ – განაცხადა ტიკარაძემ.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...