მთავარისიახლეებიეკონომიკაეროვნული ბანკი: კორონავირუსის პანდემია მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და ლარი უფასურდება

ეროვნული ბანკი: კორონავირუსის პანდემია მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და ლარი უფასურდება

Published on

საქართველოს ეროვნული ბანკი ბოლო დღეებში ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობა “მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და, მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა.”

განცხადებაში ვკითუხლობთ, რომ ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

  • კორონავირუსის გლობალურად გავრცელების შედეგად ტურისტული ნაკადების კლება
  • ნავთობის ფასების ვარდნის გამო, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან მოთხოვნის შესუსტება და ფულადი გზავნილების შემცირება

როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ, ამ ძირითადმა მიზეზებმა გამოიწვია ის, რომ საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირდა, შედეგად კი მისი ფასი უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ტურისტული მოგზაურობების შემცირების გამო, ნაკლებად გავა ქვეყნიდან ეროვნული ვალუტაც, რაც კურსზე დადებითად აისახება.

“ამავე დროს, საქართველოს დამოკიდებულება გზავნილებზე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ასევე დადებითი ფაქტორია,” – ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ უწყება იმ შემთხვევაში გადადგამს ნაბიჯებს, თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება წნეხი ინფლაციაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 11 მარტის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა.

დოლართან მიმართებით გაუფასურებამ 3.28 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან – 3.17 თეთრი.

ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარი ამჟამად 2.8791 ლარი ღირს, ხოლო ერთი ევრო – 3.2591 ლარი.

სიახლეები

ისრაელმა ყატარის დედაქალაქში “ჰამასის” შტაბ-ბინაზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ზალების განცხადებით, მძლავრი და ზუსტი საჰაერო იერიშია მიტანილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე...

მამუკა გაწერელიას დედა მელანია ტრამპს ღია წერილით მიმართავს

რუსი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ქართველი მეომრის, მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე მელანია ტრამპს წერილს...

სახალხო დამცველის განცხადებაში მოწოდება მომიტინგეების მისამართითაც კეთდება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს და მიმარტავს როგორც ხელისუფლების მხარდამჭერებს, ასევე ოპოზიციური პარტიების...

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა

ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატები, რომელთა...