მთავარისიახლეებისაზოგადოებამარტვილის მუნიციპალიტეტის მერი არ იმყოფება არც თვითიზოლაციაში და არც საკარანტინო სივრცეში -...

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი არ იმყოფება არც თვითიზოლაციაში და არც საკარანტინო სივრცეში – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

Published on

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა არ იმყოფება არც თვითიზოლაციაში და არც საკარანტინო სივრცეში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეგრელო-ზემო სვანეთის ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას განცხადებით, ალექსანდრე გრიგალავა შემოწმდა, გამოიკითხა და საჭიროდ არ ჩათვალეს მისი თვითიზოლაცია. მარტვილის მერს, ალექსანდრე გრიგალავას რამდენიმე დღის წინ კონტაქტი ჰქონდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძესთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ალექსანდრე გრიგალავამ კი ამის შესახებ დილით შეიტყო, როცა იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ ვრცელდებოდა დღეს ინფორმაციები,იმის შესახებ,რომ სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში,პირი იმყოფებოდა,რომელსაც სავარაუდოდ ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...