მთავარისიახლეებისაზოგადოებაადვოკატებმა ტერმინი "თვითიზოლაცია" არასწორად გამოიყენეს - ჯანდაცვის ცენტრი

ადვოკატებმა ტერმინი “თვითიზოლაცია” არასწორად გამოიყენეს – ჯანდაცვის ცენტრი

Published on

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ადვოკატებმა, რომლებიც ზუგდიდში ჩამოვიდნენ, ტერმინი თვითიზოლაცია არასწორად გამოიყენეს.
ნანა ოდიშარიას თქმით, გაირკვა, რომ ადვოკატები არც საზღვარგარეთ ყოფილან და არც ინფიცირებულ პირებთან ქონიათ კონტაქტი.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში თვითიზოლაციაში მყოფი ორი ადვოკატის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში სასამართლოს თავმჯდომარე ნატრული აკობიამ დაწერა.მოსამართლის თქმით, ადვოკატებმა განმარტეს, რომ ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ საპატრულო პოლიციასა და ჯანდაცვის სამსახურს შეატყობინეს. ნატრული აკობია შესაბამის სამსახურებს მიმართავდა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მკაცრად გაკონტროლებას ითხოვდა. მოგვაინებით სასამართლოში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, ნატრული აკობიამ კი პოსტი წაშალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა.ჯანდაცვის სამინისტრო საფრთხეებზე საუბრობს და კორონავირუსით დაავადებულთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...