მთავარისიახლეებისაზოგადოებატაძრებში საპატრიარქოს თხოვნით დეზინფექცია ჩატარდება

ტაძრებში საპატრიარქოს თხოვნით დეზინფექცია ჩატარდება

Published on

საპატრიარქომ ტაძრებში დეზინფექციის ჩატარების თხოვნით მიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მან უკვე მისცა შესაბამისი დავალება გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტს, თუმცა ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაში დახმარებას კერძო კომპანიებს სთხოვს.

„ტელეფონით მელაპარაკა საპატრიარქო ამ საკითხთან დაკავშირებით. დავალება მივეცით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტს. იქ ხდება სადეზინფექციო ხსნარების და ნივთიერებების რეგისტრაცია. მათ ვთხოვე, რომ დაკავშირებოდნენ კომპანიებს, ქველმოქმედების წესით ხომ არ შეუძლიათ საპატრიარქოს დაეხმარონ ამ საკითხში. ზოგადად, კარგია, რომ სოლიდარობა გაჩნდა ქვეყანაში და ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა გამოთქვა დახმარების სურვილი. ასევე გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის საშუალებით იმ კომპენიებს, ვინც არეგისტრირებენ ამ ნივთიერებებს, რომ მიეხმარონ დედა ეკლესიას და ქველმოქმედების წესით მიაწოდონ ეს საშუალებები. რამდენად წამოვლენ ისინი ამ ქველმოქმედებაზე, ჯერ არ ვიცი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევა დადასტურდა.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...