საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ზუგდიდში ჩამოდის. პრეზიდენტი 14:00 საათზე გუბერნიის შენობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. ინფორმაცია მედიას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიიდან მიაწოდეს.
გარდა გუბერნიისა, მას შეხვედრები სხვა ლოკაციებზეც ექნება.