“მაქვს ძალიან დიდი თხოვნა მოქალაქეების მიმართ, იმ შემთხვევაში, თუ აქვთ ეჭვი, რომ ჰქონდათ ინფიცირებულ პერსონასთან ურთიერთობა, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან, დარეკონ იმ ცხელ ხაზზე, რომელიც მოწოდებული არის და ერთი ცხელი ხაზი არის ჯანდაცვის სამინისტროში, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრში. შეგვატყობინონ, ჩვენი სპეციალისტები მივლენ ადგილზე, შეუვსებენ კითხვარს, ჩვენ გვექნება ინფორმაცია სარისკო ფაქტის შესახებ. გარდა სარისკო ფაქტისა, შეგვეძლება დავგეგმოთ შემდგომი პრევენციული ღონისძიებები და შემდგომი ნაბიჯები მათი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვაქვს რამდენიმე საავადმყოფო მობილიზებული, ეს არის ინფექციური საავადმყოფო, ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფო, ასევე გვაქვს მობილიზებული საკარანტინე ადგილები, პალატები რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მზად არის გორის სამხედრო ჰოსპიტალი, საჩხერის საავადმყოფო და იმის მიხედვით, თუ სად იქნება პაციენტი აღმოჩენილი, მისი გადაყვანაც მოხდება შესაბამისად. ვინაიდან ახალი კორონა ვირუსი არის გლობალური პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შესაბამისად მთელი მსოფლიო ერთობლივად არის მობილიზებული, რომ დაძლიოს ეს პრობლემები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ ჩვენთან, ამ შემთხვევაში გავრცელება შემცირდება და მეტად კონტროლირებადი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციის მართვა ბევრად რთული იქნება. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლირებულია ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში ინფექციის მატარებელ ადამიანებთან და დღესდღეობით მოწმდება ის 70 ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.