მთავარისიახლეებისაზოგადოებაკორონავირუსის საფრთხის გამო საქართველოს პარლამენტმა საქმიანობა შესაძლოა, დისტანციურად გააგრძელოს

კორონავირუსის საფრთხის გამო საქართველოს პარლამენტმა საქმიანობა შესაძლოა, დისტანციურად გააგრძელოს

Published on

კორონავირუსის საფრთხის გამო საქართველოს პარლამენტმა საქმიანობა შესაძლოა, დისტანციურად გააგრძელოს. ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს, 6 მარტს ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

მისი ინიციატივაა, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც პარლამენტს დისტანციურად მუშაობის საშუალებას მისცემს. ამ გზით დეპუტატები კანონპროექტების ელექტრონულად განხილვას შეძლებენ.

“ვფიქრობ, დღესაც არის საფუძველი, რატომაც შეიძლება მომავალში ასეთი ინსტრუმენტი და პლატფორმა დასჭირდეს პარლამენტს”, – თქვა მან და დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 6 გუშინ, 5 მარტს. ვირუსის პრევენციის მიზნით, კარანტინის რეჟიმში 162 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 45.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...