მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ჩვენი ჰოსპიტლების არცერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ აქვს დადასტურებული! ის ერთი, კი ვისაც...

,,ჩვენი ჰოსპიტლების არცერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ აქვს დადასტურებული! ის ერთი, კი ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა, იტალიაში მოგზაურობისას არის დაინფიცირებული”- აცხადებენ ცენტრ ევექსში

Published on

სამედიცინო ცენტრ ევექსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ნიორაძემ, დაადასტურა, რომ იმ 5 პირიდან ერთერთი, ვისაც დღეს კორონავირუსი აღმოაჩნდა, ევექსის სათავო ოფისის შენობაში მუშაობდა, სადაც რამდენიმე კომპანია ფუნქციონირებს. 

თუმცა, ნიორაძისვე თქმით, ევექსის ჰოსპიტალების არცერთ თანამშრომელს კორონავირუსი დადასტურებული არ აქვს. 

“ძალიან ბევრი ჟურნალისტი მირეკავს და მინდა, აქაც გაგცეთ ყველას პასუხი: ევექსი ჰოსპიტალების არცერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ აქვს დადასტურებული! ჩვენს სათავო ოფისში, სადაც რამდენიმე სხვა კომპანიაც ფუნქციონირებს, დადასტურდა ერთი შემთხვევა, რომლის დაინფიცირებაც იტალიაში მოხდა. მთლიან ოფისს, რომელიც 4-სართულიანია, ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება დეზინფექცია, იდენტიფიცირებულია დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი და ისინი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება,”- წერს ნიორაძე.

Evex-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ეს ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ 5 პირიდან, ვისაც დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი, ერთერთი ევექსში მუშაობდა და ვირუსის გამოვლენამდე სამსახურში დადიოდა. 

ამ შეკითხვით ფორმულას წამყვანმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, პაატა იმნაძესაც დაუსვა კითხვა, რომელმაც თქვა, რომ დაინფიცირებულთაგან ერთერთერმა ნამდვილად მოასწრო სხვა ადამიანებთან კონტაქტი, თუმცა მისივე განმარტებით, ყველა მათგანი მოძიებულია. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...