მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე - პოლიტპატიმრების განცხადება ვაჟკაცურია, მაგრამ ხელისუფლებას პოლიტიკურ მძევლებად მათი დატოვების...

რომან გოცირიძე – პოლიტპატიმრების განცხადება ვაჟკაცურია, მაგრამ ხელისუფლებას პოლიტიკურ მძევლებად მათი დატოვების უფლებას არ მივცემთ

Published on

პოლიტპატიმრების განცხადება ძალიან ვაჟკაცურია, მაგრამ ხელისუფლებას პოლიტიკურ მძევლებად მათი დატოვების უფლებას არ მივცემთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა, რომელიც გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნაა, პროპორციულ სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელის შეთავაზება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„ქართული ოცნება“ მაინც არეგისტრირებს იმ ვარიანტს, რომელიც ოპოზიციისთვის თავიდანვე მიუღებელია. მსგავსი სქემით არჩევნებზე გასვლა კვლავ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდება ისევ ფეოდალური სისტემით, რასაც მაჟორიტარული სისტემა ჰქვია. „ქართული ოცნება“ კვლავ ეცდება, გაყალბებითა და მაჟორიტარების გამოყენებით ძალაუფლების შენარჩუნებას, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების ჩატარების წესი, ვერ უშველის „ქართულ ოცნებას“, რადგან იგი პოლიტიკურად განწირული პარტიაა და ისტორიულ სანაგვეს ჩაბარდება მათ მიერ მოტანილი წარუმატებელი წლების გამო“, – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრის, პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა  პოსტი, სადაც უგულავა წერს, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მშვიდობიან განვითარებას ჰაერივით სჭირდება.

გიგი უგულავა მიმართავს თანაგუნდელებსა და მთლიანად ოპოზიციის ერთობას, რომ მისი პატიმრობა, შეგნებული არჩევანი და საერთო ბრძოლის ნაწილია.

უგულავას განცხადებით, მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...