მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია აცხადებს, რომ ადგილებით არ ვაჭრობს და იბრძვის დემოკრატიული არჩევნებისთვის,...

ოპოზიცია აცხადებს, რომ ადგილებით არ ვაჭრობს და იბრძვის დემოკრატიული არჩევნებისთვის, რაც მანდატების პროპორციულ გადანაწილებას უზრუნველყოფს

Published on

,,ხელისუფლება უკან იხევს. ჯერ იყო შემოთავაზება 100/50, შემდეგ 110/40 და ა.შ. ჩვენ ადგილებით არ ვვაჭრობთ. არ ვაპირებთ, რომ საქართველოს მომავალი გავყიდოთ და ერთადერთი რითაც ვმუშაობთ და არის ნაკარნახევი ყველაფერი არის ის, რომ საქართველოში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და პროპორციულად იყოს ყველა ძალა წარმოდგენილი პარლამენტში,” – ამბობს   “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ადგილებით არ ვაჭრობს და მათი მიზანია, რომ საქართველოში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, რაც მანდატების პროპორციულ გადანაწილებას უზრუნველყოფს.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათ ქართულ ოცნებაში შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი – კერძოდ, ეს ელემენტი ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან 40%-ზე დაბალი მხარდაჭერა ექნება, უსპობს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირების პრაქტიკულ და თეორიულ შანსს ამ საკითხზე 1 მარტს ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს.

40%-ის პრინციპზე ოპოზიციურმა პარტიებმა 11 თებერვალს ისაუბრეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში, რაზე საუბარსაც მმართველი გუნდის ლიდერები თავს არიდებენ. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა. 

ქართული ოცნების მიერ ამ დრომდე შეთავაზებული ორი მოდელიდან (საჯაროდ ნათქვამი 100/50-ზე და შეხვედრაზე ნათქვამი 110/40-ზე) ვერცერთი ვერ აკმაყოფილებს ოპოზიციის მიერ მოთხოვნილ 40%-ის პრინციპს. 

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...