მთავარისიახლეებიეკონომიკადა ფასები კი მიფრინავს...

და ფასები კი მიფრინავს…

Published on

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში ინფლაციის წლიური დონე 6.4%-ს გაუტოლდა.

ფასების ზრდა განსაკუთრებით მაღალი შემდეგი სახის საქონელსა და მომსახურებაზე იყო:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 12.7%
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 8.7%
  • ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო – 4.6%
  • ჟანდაცვა – 3.9%
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 3.9%

გარდა ამისა, საქსტატი აქვეყნებს ინფორმაციას ფასების ზრდაზე საქონლისა და მომსახურების კატეგორიების ქვეჯგუფებში. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში განსაკუთრებით გაძვირდა შემდეგი სახის პროდუქტები:

  • ხილი და ყურძენი – 25.1%
  • რძე, ყველი და კვერცხი – 19.2%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 11.2%
  • ბოსტნეული და ბაღჩეული – 11.1%
  • თევზეული – 10.3%

სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში კი გაძვირდა საზოგადოებრივი კვება (9.5%) და ღამის გასათევ მომსახურებაზე (1.3%).

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზის თანახმად, 2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციას კლება უნდა დაეწყო და წლის ბოლოს სამიზნე მაჩვენებელს, 3%-ს მიახლოებოდა.

ამის გამო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა იანვრის ბოლოს აღარ გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 9%- ზე დატოვა

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...