მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე - არავითარი მეხუთე რაუნდი დაგეგმილი არ არის

გრიგოლ ვაშაძე – არავითარი მეხუთე რაუნდი დაგეგმილი არ არის

Published on

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალური მოლაპარაკებები დიპლომატების მონაწილეობით წუხელ გვიან ღამით დასრულდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე არავითარი შეთანხმება არ მომხდარა. 

 „არავითარი შეთანხმება არ არის, არავითარი წინადადება არ გაკეთებულა, არავითარი თანხმობა ამ ვითომდა გაკეთებულ წინადადებაზე არ ყოფილა, აზრების თავისუფალი გაცვლა იყო. ქართულმა ოცნებამ პირველი ნაბიჯი გადადგა იქეთ, რომ მოხსნა თავისი ხისტი პოზიცია და მზად არის ილაპარაკოს იმაზე, რაც ასე თუ ისე შეიძლება ოპოზიციისთვის იყოს მისაღები, მაგრამ გვეყოფა ამაზე დრო თუ არა არ ვიცით. არავითარი მეხუთე რაუნდი დაგეგმილი არ არის, არაფორმალური შეხვედრები გაგრძელდება თუ არა ვერ გეტყვით. გაერთიანებული ოპოზიციის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა რჩება შემდეგი, მაქსიმალურად მიახლოებული პროპორციულ არჩევნების სისტემასთან, პოლიტიკური პატიმრები“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...