“გუშინ ცენტრი დატოვა 6-მა პაციენტმა და ისინი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ასევე, გუშინ შემოიყვანეს 17 პაციენტი, ხოლო კვლევა ჩაუტარდა 11 მათგანს. თითოეული ტესტის აღებას სჭირდება ხანგრძლივი პერიოდი იმისთვის, რომ მოხდეს ყველა პაციენტის გამოკვლევა. გუშინ 3 ეტაპად გადავწყვიტეთ ანალიზების ჩატარება. 11 პაციენტის პასუხი უარყოფითია. დღეს შუადღისთვის იქნება ცნობილი დანარჩენი პაციენტების პასუხები. სიტუაცია სტაციონარში სტაბილურია.
ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. სიცხე არ აქვს. ყოველდღე ტარდება გამოკვლევები. გართულება ამ ეტაპზე არაფერია. 9 პაციენტის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში უნდა წაიღონ. უნდა ითქვას, რომ თუ გაიზრდება პაციენტების რაოდენობა დღის განმავლობაში, მათი პასუხებიც გადაიგზავნება ლუგარში” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ