ოპოზიცია ზვიად კუპრავაზე მომხდარ თავდასხმაში ხელისუფლების ინტერესს ხედავს.
“ხელისუფლება ძალიან ცუდად დაამთავრებს ასეთი ქმედებების გამო. ეს არის წახალისება ძალადობისკენ, ეს ქმნის ზოგადად ძალადობრივ ფონს მთელ საზოგადოებაში და შემდეგ ეს გამოიხატება კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებაში. ჩვენ შორს ვართ იმისგან, რომ პასუხს აგებს ვინმე წუხანდელი თავდასხმის გამო, მაგრამ აუცილებლად, პასუხისგება ყველა ასეთ ქმედებას მოყვება მაშინ, როდესაც ქართული ოცნება აღარ იქნება ხელისუფლებაში“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.