ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – მარინა ეზუგბაია

0
414

„როგორც თქვენთვის ცნობილია, გუშინ ჩვენს დაწესებულებაში იმყოფებოდა 19 პაციენტი, მათგან 12 გადაყვანილი იქნა აბასთუმანში საკარანტინო სივრცეში. დღეს დაგვემატა 3 ახალი პაციენტი, რომელთა კვლევა გაგრძელდება ლუგარის ლაბორატორიაში, ჩატარდება ტესტირება და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტს, ეს პაციენტი მაღალი სიფრთხილის გამო მოთავსებულ იქნა ჩვენს ცენტრში, რადგან ჩამოვიდა ირანის იმ ნაწილიდან, სადაც დაფიქსირებულია გარდაცვალების შემთხვევაც. ამ პაციენტს შემოსვლისას არანაირი კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებოდა, არც მაღალი ტემპერატურა და არც ჩივილები. ის გადმოიყვანეს ჩვენთან, ჩაუტარდა გამოკვლევა და დადასტურდა ვირუსი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩივილები არ აქვს, თუმცა ეს დაავადება ხასიათდება იმით, რომ შეიძლება დამძიმდეს პნევმონიის სახით. მიმდინარეობს მისი მეთვალყურეობა. მასთან ერთად მყოფ პირს რაც შეეხება, მას ვირუსი არ დაუდგინდა. 3 პაციენტი – კონტაქტი არის მილანთან, სიცილიასთან და ირანთან, მათ აღენიშნებოდათ დაბალი ტემპერატურა. ვინაიდან იყვნენ იმ ქვეყნები ვფრთხილობთ, ამიტომ გადმოვიყვანეთ. ვუტარებთ ვირუსზე ტესტირებას. გაუმჯობესდა მათი მდგომარეობაც. ჩაუტარდებათ კვლევა და გადაწყდება ინკუბაციური პერიოდიც” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

წინა სტატიაზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით უცხოეთის მოქალაქე მოათავსეს [Video]
შემდეგი სტატიაკორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა ესტონეთსა და დანიაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური