მთავარისიახლეებისაზოგადოებასკოლებში შესვლის ასაკი შეიძლება გადაიხედოს

სკოლებში შესვლის ასაკი შეიძლება გადაიხედოს

Published on

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი ამბობს, რომ კარგი იქნება თუ პირველ კლასში შესვლის უფლება მიეცემათ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრამდე უსრულდებათ, თუმცა გარკვეულ რისკებზეც საუბრობს. ამის შესახებ მარგველაშვილმა პარლამენტში კომიტეტის 2019 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

„გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებში, მეოთხე მიზანი ეს არის ხარისხიანი განათლების მიწოდება. დაწყებით საფეხურზე ჩვენმა ბავშვებმა პირველივე კლასიდან რომ მიიღონ ხარისხიანი განათლება, აუცილებელია სკოლამდელი სტრუქტურის სწორად მოწესრიგება, ანუ სკოლამდელი მზაობის სისტემის სწორად გათვლა. გეთანხმებით, რომ უცნაური გამოწვევის წინაშე ვართ, თუ მაგალითად წელს 15 სექტემბერი დაემთხვეოდა კვირა დღეს, მაშინ 16 სექტემბერს დაბადებულ ბავშვებს ჰქონდათ სკოლაში წასვლის შესაძლებლობა, მაგრამ თუ ასე არ მოხდებოდა – არ ჰქონდათ, ანუ გაისად, 16 სექტემბერს დაბადებული ბავშვი ვერ მიდის სკოლაში. ეს გამოწვევაა თავისთავად, მაგრამ ხშირად დასტურდება, რომ ბავშვი არ არის მზად იმისთვის, რომ სკოლაში განათლება მიიღოს. რაც არ უნდა დავუჯეროთ ჩვენ მშობელს, რომ წერა- კითხვა იცის, ანგარიშიც იცის, სინამდვილეში მთავრი აქ არის სოციუმთან შეგუება, რაც რეალურად სკოლამდელ განათლებაში უნდა იყოს სწორად ორგანიზებული. ხშირ შემთხვევაში, ბავშვი, რომელიც მიდის სკოლაში არ არის ბედნიერი და სოციუმთან შესაჩვევად გარკვეული დრო სჭირდება. შესაბამისად, როდესაც ეს მიმართულებები მოწესრიგდება, ალბათ დაისმება საკითხი. მე პირადად თანახმა ვარ, რომ ეს 31 დეკემბრისთვის გადაიდოს, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ეს იქნება უფრო ოპტიმალური და სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ წელიწადი იცვლება, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, მთავარი სკოლამდელი მზაობის ამოცანაა. ხშირ შემთხვევაში 7 წლის ბავშვი არ არის მზად სკოლისთვის, თუმცა შეიძლება, 5 წლის ბავშვი იყოს“- ამბობს გენადი მარგველაშვილი.

დღესდღეობით ქვეყანაში მოქმედი რეგულაციებით, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებში პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...