ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები იპსოს კვლევებში ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მიერ ნაჩვენებ შედეგებს ეხმაურებიან. ნაწილი თვლის, რომ ქართული ოცნების მიერ ნაჩვენები 34 პროცენტი საშიშია, რამდენადაც მმართველ პარტიას გაყალბებისათვის მყარი პლატფორმა აქვს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ 34 % არის მაქსიმუმ 650 000 ხმა, რაც ნიშნავს ოცნების დასასრულს.
ამაზე ლაპარაკობენ პოლტიკური ოპოზიციის ის წარმომადგენლებიც, რომელნიც თვლიან რომ სასტარტო პოზიციები ოპოზიციას აშკარად უკეთესი აქვს, მაგრამ ეს თვითდამშვიდების საფუძველს არ იძლევა არაერთი მიზეზით, პირველ რიგში ეს არის გაყალბების საშიშროება და გაერთიანებულ ოპოზიციაში ემავალი სხვა პარტებისა და მათი მხარდამჭერების გარკვეული ნაწილის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
დავით ზურაბიშვილი: სოციოლოგები დამემოწმებიან, რომ არსებობს ე. წ. სკამის რეიტინგი. ეს ეხება როგორც ნებისმიერ თანამდებობის პირს, ისე ხელისუფლებაში მყოფ ძალასაც. ხელისუფლებაში ყოფნა უკვე თავისთავად არის დაახლოებით 15-20 პროცენტიანი ფორა, რაოდენ უვარგისიც უნდა იყოს ხელისუფლება. არსებობს ადამიანის ფსიქოტიპი (განსაკუთრებით პოსტტოტალიტარულ ქვეყნებში), რომელიც ყოველთვის არსებული ხელისუფლების მხარესაა და რომლისთვისაც ნებისმიერი ოპოზიცია განასახიერებს დესტაბილიზაციას და ქაოსს.
ამ ფორის და სხვადასხვა აიპებში დასაქმებული ნაცნობ-ნათესავ-აქტივისტთა გათვალისწინებით, პლუს იმ ამომრჩევლის დამატებით, რომელიც მისთვის უკიდურესად არასასურველი ნაცების ერთადერთ საპირწონეს ხედავს ბიძინა ივანიშვილის მზეგრძელობაში, 34% არანაირად არაა მაღალი შედეგი.
სხვა საკითხია, რომ ეს ციფრები თავისთავად არ არის არაფრის გარანტია. საჭიროა მუშაობა და პროდასავლური ოპოზიციის 55%-ის კონვერტაცია საარჩევნო ხმებში, მაგრამ ამ კვლევის მიხედვით სასტარტო პოზიციები ოპოზიციას აშკარად უკეთესი აქვს.
დავით ბერძენიშვილი: არ უნდა გავაჩინოთ ზედაპირული და ყალბი მოლოდინი, რომ ბიძინა და ოცნება უკვე მორჩა. ადეკვატურად უნდა შევაფასოთ ეს შედეგები. ბიძინას პოზიტივის 43% ნიშნავს, რომ ესაა( ან ესეც აღარაა) ქოცების სულ/ სულ, თეორიული ზედა ჭერი – ბიძინას ჯერ კიდევ შერჩა ხალხი, ვინც პერსონალურად მას პოზიტიურად აფასებს (” მიშა მოდის” შემაფერხებლადაც) და მის პარტიას კი არა… აქედანაა ეს რიცხვებიც – 43 ბიძინას და 34 ოცნებას. მიშას პოზიტივის 50 კი ნიშნავს ზუსტად იმას, რაც რესპების ორპუნქტიანი თეზისია. ერთი ნაწილი აღფრთოვანებულია მიშათი და მისი გულმხურვალე მხარდამჭერია. მეორე ნაწილი კი ანტიქოცი/ არანაცი ოპოზიციური რესპოდენტია, ამომრჩეველია, რომელიც აღიარებს პრაგმატულად მიშას სარგებლიანობას არჩევნებისთვის, ეგუება მის როლს და შესაბამისად, პოზიტივს. შეგახსენებთ ჩვენს – დათო ზურაბიშვილის და რესპების ფორმულას, რომელიც მრავალგზის ტირაჟირებულია ნიკა გვარამიას მიერ პირადად: პუნქტი 1. მიშას მხარდაჭერის გარეშე ბიძინას ვერ ვუგებთ. პუნქტი 2. მარტო მიშას მხარდამჭერებიც ვერ უგებენ.
თავის მხრივ ნიკა გვარამია თვლის, რომ ნაცმოძრაობა+გაერთიანებული ოპოზიციის 29%იანი შედეგი ფანტასტიურია.
,,არ დავმალავ, არ ველოდი და ძალიან გამიკვირდა. ეს ნიშნავს, რომ ნაცმო, რომელიც არასახელისუფლებო პარტიაა, ყოველგვარი სახელისუფლებო დანამატების და ადმინ რესურსების გარეშე, მკაფიოდ დაჯდა ამომრჩევლის 600.000ათასიან ნიშნულზე. გიგანტი პარტიაა, თან ერთადერთი საქართველოში.
ოცნების 34% ხელისუფლების ჩაბეტონებული უპირატესობის (ე.წ. სკამის რეიტინგი, დაახლოებით 20%) გათვალისწინებით, ქართული ოცნების, როგორც პარტიის, სრული კრახია. მისი განსახელისუფლებობის შემდეგ ეს 34% გადაიქცევა 10%ად.
შეგახსენებთ, რომ 29%იანი რეიტინგი ბიძინა ივანიშვილს არ ქონია ბოლო კვლევით 2012ში. საბოლოო შედეგი ყველას გვახსოვს – წერს ნიკა გვარამია თავის ფეისბუქგვერდზე