მთავარისიახლეებიკონფლიქტები"ისლამურმა ჯიჰადმა" ისრაელის მიმართულებით 20-ზე მეტი რაკეტა ისროლა

“ისლამურმა ჯიჰადმა” ისრაელის მიმართულებით 20-ზე მეტი რაკეტა ისროლა

Published on

პალესტინურმა დაჯგუფებამ “ისლამურმა ჯიჰადმა” ისრაელის მიმართულებით ღაზის სექტორიდან 20-ზე მეტი რაკეტა ისროლა, რასაც საპასუხო იერიში მოჰყვა. მომხდარის გამო ღაზაში 4 ადამიანი დაშავდა.

ისრაელის მთავრობის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა “ისლამური ჯიჰადის” მხრიდან ნასროლი რაკეტები ჩამოაგდეს. იერიშის შედეგად ისრაელში დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ინციდენტს წინ ისარელის სამხედროების მიერ პალესტინელი პირის განეიტრალება მოჰყვა, რომელიც ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის საზღვართან ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდა. “ისლამური ჯიჰადი” აცხადებს, რომ მოკლული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი იყო.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...