მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ჭიჭინაძე: ,,ამ პარლამენტს დიდი ბოქლომი უნდა დავადოთ - ხელფასებსაც ტყუილად...

დავით ჭიჭინაძე: ,,ამ პარლამენტს დიდი ბოქლომი უნდა დავადოთ – ხელფასებსაც ტყუილად ვიღებთ, საწვავსაც ტყუილად ვწვავთ…”

Published on

საჭიროა, ამ პარლამენტს დიდი ბოქლომი დავადოთ. ხელფასებსაც ტყუილად ვიღებთ, საწვავსაც ტყუილად ვწვავთ, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრის არ მისვლას. ჭიჭინაძის თქმით, დღეს პარლამენტის როლი და ფუნქცია ნულამდეა დასული.

„საჭიროა, დიდი ბოქლომი დავადოთ ამ პარლამენტს. ხელფასებსაც ტყუილად ვიღებთ, საწვავსაც ტყუილად ვწვავთ. გათბობა, ელექტროენერგია მიდის. იქნებ, იმ ადამიანებს გადავუნაწილოთ, ვისაც ძალიან უჭირს. დღევანდელ სახელმწიფოში ამ პარლამენტის როლი და ფუნქცია დასულია 0-მდე. ყველა ელოდება, როდის დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები. როგორ შეიძლება პარლამენტში 1 წელი იმ რეჟიმში მუშაობდეს, რომ თავისი ვადის დასრულებას ელოდებოდეს?! ვფიქრობ, უკვე ჩვენთვის იქნებოდა შეურაცხმყოფელ იივანე მაჭჭავარიანთან  ერთად აქ ჯდომა და რაღაცაზე საუბარი. დროა, ამ პარლამენტს მართლა დავუხუროთ თავისი უფლებამოსილების ვადა და დავნიშნოთ ვადამდელი არჩევნები,”- განაცხადა ჭიჭინაძემ ინტერპრესნიუსთან საუბარში

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...