მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მოაშორე, ბიძინა, ბინძური ხელები ჩემს ტელევიზიას“- ჟურნალისტები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილ...

,,მოაშორე, ბიძინა, ბინძური ხელები ჩემს ტელევიზიას“- ჟურნალისტები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ

Published on

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები მაუწყებელში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა მაუწყებლის თანამშრომლების მიერ შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენლების მცდელობას, აზრი გამოეთქვათ ტელევიზიაში ბოლო ხანს მიმდინარე პროცესებსა და საფრთხეებზე. მათ გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

მრჩეველთა საბჭოს სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხია საშტატო განრიგის ცვლილება, რომელსაც მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე ითხოვს. საუბარია ოთხი სამსახურის უფროსების მოადგილეთა შტატის გაუქმებაზე. მათ შორის ცვლილებები ეხებათ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს და პოლიტიკური თოქ-შოუების შემოქმედებითი სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი მურვანიძეს. მათ ჩამოშორებას ჟურნალისტები აფასებენ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად და მიიჩნევენ, რომ დირექტორი და ხუთწევრიანი მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ.

თავის მხრივ, მაუწყებლის დირექტორი, რომლის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსია გამოცხადებული, ირწმუნება, რომ ახალ მოადგილეს ექნება სწორედ ის მოვალეობები, რომლებიც ამჟამად გააჩნიათ სამსახურების უფროსების მოადგილეებს. გიორგი კოხრეიძის კიდევ ერთი არგუმენტია, რომ სამსახურების უფროსებს მოადგილეები არცერთ სხვა მაუწყებელში არ ჰყავთ.

დირექტორის მიერ მომზადებულ შესაბამის დიკუმენტს ხარვეზიანს უწოდებს ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი: „ჩვენ გვინდოდა გვეთქვა, რომ დღეს საშტატო განრიგის ცვლილება არ უნდა იყოს დღის წესრიგში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დოუკმენტი არის ხარვეზიანი, არ არის ახსნილი რა შტატები უქმდება, რა ფუნქციები დუბლირდებოდა, სად იყო პასუხისმგებლობები აბნეული, ახალ შტატს რა ფუნქცია-მოვალეობები ექნება. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს და აუცილებელია კომუნიკაცია, მათ შორის პროფკავშირის ჩართულობით“.

მალხაზ რეხვიაშვილის თქმით, დღემდე ამ შეკითხვებზე მხოლოდ შაბლონურ პასუხებს იღებენ: „ერთი არგუმენტი მაინც თქვან, გარდა იმისა, რომ ევროპაში ასეა“.

პროფკავშირის წარმომადგენლისთვის გამოსვლაზე უარი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ჩხარტიოშვილმა იმით ახსნა, რომ სხდომას სხვა მოქალაქეებიც ესწრებიან და გამონაკლისს ვერავისთვის დაუშვებს.

საბჭოს სხდომის პარალელურად აქცია მიმდინარეობს აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ სტუდიასთან. აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერებით: „საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის საზოგადოებას“, „მოაშორე ბიძინა ბინძური ხელები ჩემს ტელევიზიას“.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...