მთავარისიახლეებიპოლიტიკამოემზადონ ხელისუფლების გადაბარებისათვის - უდუმაშვილი

მოემზადონ ხელისუფლების გადაბარებისათვის – უდუმაშვილი

Published on

„ჩემი რჩევა იქნება “ქართული ოცნებისთვის”, რომ მოემზადონ ხელისუფლების გადაბარებისათვის იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უკვე დასრულებულია, ძალიან ცოტა დრო დარჩათ. გონს მოეგონ დროულად, რამე სისულელე არ ჩაიდინონ. ხალხის პროტესტი კიდევ და კიდევ გაძლიერდება“ და დასძინა, რომ  “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დასასრული ახლოვდება და საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლების პროტესტი სულ უფრო გაძლიერდება.- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეების თქმით, სანამ საკანონმდებლო ორგანოში ყოფილი მთავარი პროკურორი ინიშნება ისინი პროტესტს გააგრძელებენ. 

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან” დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...