მთავარისიახლეებისაზოგადოება"სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს"- ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აქციას გამართავს

“სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს”- ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აქციას გამართავს

Published on

“სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს” – ამ სლოგანით ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დღეს 16:00 საათისთვის პარლამენტის წინ შეიკრიბებიან და სოლიდარობის აქციას გამართავს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე, სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველ პოლიტიკურ ძალას და მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ დაუშვას თუნდაც ერთი თანამშრომლის ტელევიზიდან დათხოვნა.

“აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს სოლიდარობა სჭირდებათ და მხარდაჭერა. საფრთხეშია მათი პროფესიული საქმიანობა. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ახალი დირექტორი მრჩეველთა საბჭოს გარკვეული მხარდაჭერით ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის აჭარის ტელევიზიის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებას. ხელისუფლებამ ხელი აიღოს იმაზე, რასაც აჭარის საზოგადოებრივ არხის დამორჩილება ნიშნავს,” – აღნიშნა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მგელაძემ.

აქციას შეუერთდება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონული ოფისების მენეჯერი ზვიად ქორიძე.

“სხვა მოთხოვნა არ არის გარდა იმისა, რომ თავი დაანებონ მედიის შევიწროებას, მედიაზე ზეწოლას და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ქვეყანაში,” – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...