მთავარისიახლეებიპოლიტიკასამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში შესვლას ითოვენ

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში შესვლას ითოვენ

Published on

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში შესვლას ითოვენ.

მათი თქმით, პოლიცია არაკანონიერად იქცევა და მათ უფლებებს უზღუდავს.

„სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას განცხადებით, „პარლამენტში მთავარი პროკურორობის პერიოდში, ირაკლი შოთაძის მიერ გაყალბებული საქმეების ნუსხის ჩაბარება სურთ“. მისი თქმით, ვინაიდან მათ პარლამენტში არ უშვებენ, პარლამენტთან აქციას გამართავენ.

ცნობისთვის, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათზეა დანიშნული.

შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს აარჩია. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...