მთავარისიახლეებიკულტურაგარდაიცვალა კინორეჟისორი გიორგი შენგელაია

გარდაიცვალა კინორეჟისორი გიორგი შენგელაია

Published on

82 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი, კინორეჟისორი გიორგი შენგელაია.

გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს დაიბადა. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

1963 წელს გადაიღო თავისი პირველი ფილმი „ალავერდობა”, მწერალ გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით. 1969 წელს კი მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ ფილმი „ფიროსმანი“.

მას ეკუთვნის ასევე ფილმები „მაცი ხვიტია” და „ხარება და გოგია“, მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“

გიორგი შენგელაიამ 2000 წელს გადაიღო ფილმი „სიყვარული ვენახში“, 2005 წელს კი „მიდიოდა მატარებელი“.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...