მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკონომიკის მინისტრი ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს

ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს

Published on

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს.

თურნავას თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა პროცესების უმტკივნეულოდ დასასრულებლად, თუმცა მათ ვალდებულებები ვერ შეასრულეს.

მინისტრის განცხადებით, ახალი ტენდერის გამოცხადება იგეგმება და პროცესში მონაწილეობის მისაღებად ეკონომიკის სამინისტრო საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

„კონსორციუმს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ წლების განმავლობაში შეესრულებინა მასზე ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა ეს არ გააკეთა. მთავრობას არაფერი დარჩა, რომ არ გაეწყვიტა შეთანხმება. თუ იდავებენ ეს მათი უფლებაა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ დავა არ იქნება. ანაკლია რჩება ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალ ტენდერზე. მივესალმებით ამ პროექტში ამერიკელი ინვესტორების ან რომელიმე ძლიერი ინვესტორის ჩართვას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

სიახლეები

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

"თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი" - ამის...