მთავარისიახლეებიმსოფლიოდიდ ბრიტანეთში მძვინვარებს შტორმი, სახელად „დენისი“

დიდ ბრიტანეთში მძვინვარებს შტორმი, სახელად „დენისი“

Published on

შტორ­მი, რომელიც ბრი­ტა­ნე­თის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს შა­ბათს და­ა­ტყდა თავს, პიკისკენ მიიწევს. შტორმს, სა­ხე­ლად „დე­ნი­სი“, თან ახ­ლავს 150 კმ/სთ სიჩ­ქა­რის ქარი და 30 მეტ­რი­ა­ნი ტალ­ღე­ბი. მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი იმთავითვე აცხადებდნენ, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, განსაკუთრებით ხვალ, სამშაბათს შტორ­მის კი­დევ უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბას ელო­დე­ბი­ან.

ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია უელსის სამხრეთში, შოტლანდიასა და ინგლისში. დატბორილია ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. ბრიტანული მედია ოთხი დაღუპულის შესახებ იუწყება. დღეს დილით . მაშ­ვე­ლებ­მა ინ­ტენ­სი­უ­რი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ ორი ადა­მი­ა­ნის ცხედარი იპოვეს – ერთი ინ­გლი­სის ქა­ლაქ მარ­გე­ით­თან მე­ო­რე ცხე­და­რი კი ახ­ლოს მდე­ბა­რე პა­ტა­რა ქა­ლაქ ჰერ­ნის ყუ­რეს­თან

გაუქმებულია ორასზე მეტი ავიარეისი. ბევრ რაიონში შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლაც. სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზაცია გამოცხადდა სამხედრო ქვედანაყოფებში. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დებს.

დაახლოებით ორი კვირის წინ, დიდი ბრიტანეთი შტორმმა „კიარამ“ დააზარალა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...