მთავარისიახლეებისამართალისუიციდი თუ თვითმკვლელობის ინსცენირება - ზუგდიდის სასამართლოსთან გარდაცვლილი ეკა მიქავას ახლობლები აქციას...

სუიციდი თუ თვითმკვლელობის ინსცენირება – ზუგდიდის სასამართლოსთან გარდაცვლილი ეკა მიქავას ახლობლები აქციას მართავენ

Published on

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან შამგონაში 28 დეკემბერს გარდაცვლილი ეკა მიქავას ახლობლები,რომლის თვითმკვლელობასთან მიყვანისა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით მეუღლეა დაკავებული, საპროტესტო აქციას მართავენ. გარდაცვლილის ახლბლები ამბობენ რომ გამოძიება აღნიშნულ საქმეზე კონკრეტულ პირებს ხელს აფასებს, რადგან მათი ვარაუდით ყოფილმა მეუღლემ ცოლს ჯერ სცემა, შემდეგ მოკლა და მეზობლის საძროხეში თოკით ჩამოკიდა. მათივე მტკიცებით ამ ყველაფერში მას სოფლის საკრებულოს წევრი ზაზა ხუბუა ეხმარებოდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დღეს 12:00 საათზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სასამართლო პროცესია ჩანიშნული. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ -სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, გარდაცვლილი ქალის ბეუღლე ბაკურ სორდია 30 დეკემბერს დააკავეს.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...