,,მე უმრავლესობის ადგილას ასე ომახიანად არ მოვიწვევდი ამ კომისიას იმიტომ, რომ იგი კარგს არაფერს აღმოაჩენს” – თამარ ჩუგოშვილი

0
437

საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრებასთან დაკავშირებულ კრიტიკას ხელისუფლებამ იმით უპასუხა, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოში საქმის შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შესთავაზა.

,,მე უმრავლესობის ადგილას ასე ომახიანად არ მოვიწვევდი ამ კომისიას იმიტომ, რომ კარგს არაფერს აღმოაჩენს ის კომისია. – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ,,ფორმულას” ეთერში – კომისია ნახავს იმას, რომ ადამიანი, რომელმაც ხელახლა მოითხოვა გიგი უგულავას დაკავება პროკურორის რანგში, ამ საქმეს შემდეგ მოსამართლის რანგში დახვდა და ისე მიიღო გადაწყვეტილება და ისე დაუმატა სასჯელი, რომ თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალებაც არ მისცა დაცვას და ეს უკვე არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ სხვა საქმეებში უკვე დადგენილი, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა

წინა სტატიაანაგვირილა, სიყვარულის ყვავილი – ღეს ქამენია ჯოგუდუა
შემდეგი სტატიააბაშაში, ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური