მთავარისიახლეებიკულტურალოს ანჟელესში, ოსკარების ჟიურის თავჯდომარედ ფარული კენჭის ყრით, ნუგზარ შარია აირჩიეს....

ლოს ანჟელესში, ოსკარების ჟიურის თავჯდომარედ ფარული კენჭის ყრით, ნუგზარ შარია აირჩიეს. მისი კანდიდატურა, სტივენ სპილბერგმა წარადგინა

Published on

რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურაბ შარია მამის, ამერიკაში მოღვაწე რეჟისორ ნუგზარ შარიას უდიდეს წარმატებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება: 

„რამდენადაც „ჟურნალისტებს“ პოლიტიკური სკანდალის გარდა, აღარაფერი აინტერესებთ და იოლი გზა ნახეს რეინტიგისთვის, მე გამცნობთ, რომ ა.წ. 5 იანვარს, ლოს ანჟელესში, ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავჯდომარედ ფარული კენჭის ყრით, ნუგზარ შარია აირჩიეს. ნუგზარ შარიას კანდიდატურა, სტივენ სპილბერგმა წარადგინა!!! ნოემბერში, ნუგზარ შარია უჟგორდში იყო მიწვეული და იქ მიიღო ოსკარების ჟიურის მიწვევა. თავჯდომარედ არჩევამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ვულოცავ საქართველოს და შარიებს ამ წარმატებას. უჟგოროდის ტვ-ს სიუჟეტს გთავაზობთ. ოსკარების ჟიურიზე საუბარი, ამ ვიდეოში არ არის. გილოცავ მამაჩემო!!!“ – წერს შარია. 

შეგახსენებთ, რომ 1970 წელს ნუგზარ შარია ტურისტულ მოგზაურობაში გაემგზავრა კუბაზე, მაროკოსა და საფრანგეთში. პარიზში მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს და მუშაობა დაიწყო რადიო ‘„თავისუფალი ევროპისა“ და „თავისუფლების“ პარიზის განყოფილებაში. 1971 წელს გადასახლდა ნიუ-იორკში, სადაც მუშაობა განაგრძო აღნიშნულ რადიოებში, ასევე ‘„ამერიკის ხმაში“ და იმავდროულად, ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს კინორეჟისურაზე.

ნუგზარ შარია რამდენიმე წელი გერმანიაშიც, ქალაქ მიუნხენში ცხოვრობდა, სადაც იმავე რადიოებში აგრძელებდა მუშაობას. საქართველოსა და გერმანიის სახალხო არტისტი, ორგანიზაცია ”კავკასიის ხალხების გაერთიანების” საპატიო პრეზიდენტი პარალელურად ფილმებშიც მონაწილეობდა და წერდა სცენარებს. გადაღებულია ფილმებში „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...