მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: "ნაყიდი სტატიები" თავისუფალი სამყაროს ყველა დედაქალაქში ანეკდოდატაა ქცეული

გიგა ბოკერია: “ნაყიდი სტატიები” თავისუფალი სამყაროს ყველა დედაქალაქში ანეკდოდატაა ქცეული

Published on

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქართული ოცნების მიერ ახალი ლობისტური კომპანიის  დაქირავების საკითხს ეხმაურება, რომელიც კონტრაქტის მიხედვით, მმართველ გუნდის “დემოკრატიისკენ უდრეკი სწრაფვის” შესახებ უცხოურ მედიაშიც დაწერს და გაავრცელებს ინფორმაციას. 

ბოკერია მიიჩნევს, რომ “ნაყიდი სტატიები” თავისუფალი სამყაროს ყველა დედაქალაქში და მათ შორის, ვაშინგტონშიც ანეკდოდატაა ქცეული. დეპუტატის შეფასებით, ასეთ სტატიებს არავინ კითხულობს, ან თუ კითხულობს, ყველამ იცის, რომ ეს გადახდილი სტატიაა. 

“ამას ჩუმად კი ვერ იზამ. პირდაპირ წერია, რომ ეს არის ფასიანი სტატია,”- ამბობს ბოკერია მთავარ არხთან.

ევროპული საქართველოს დეპუტატი რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს იხსენებს, რომლებიც რაღაც პერიოდის განმავლობაში “ცნობილ გაზეთებში” ფურცლებს ყიდულობდნენ.

“ეს არათუ საზოგადოებრივ აზრზე პოზიტიურ გავლენას არ ახდენს, პირიქით, მაგალითად გამოიყენება, რომ ამ ქვეყანაში რაღაც ცუდად არის, რახან ასე ყიდულობ ავტორიტარული რეჟიმივით გაზეთებში სტატიებს, რაზეც ყველამ იცის, რომ ნაყიდია და არ წარმოადგენს არც იმ მედიის, არც იქაური საზოგადოებრივი ჯგუფების რაღაც შეხედულებას. 

ყველა თვალსაზრისით მინუსშია ქვეყანა ამ ხელისუფლების ამ მმართველი პარტიის მიერ დახარჯული რესურსებით, მაგრამ თავის თავსაც არათუ ვერ უშველიან, პირიქით, თუ ვინმემ არ იცოდა, რომ პრობლემაა ასეთი სერიოზული საქართველოს ხელისუფლებისთვის, ამ აქტივობით უფრო გაიგებენ,”- თქვა ბოკერიამ. 

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...