მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩრდილოვანმა ბოსმა ივანიშვილმა " კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირავა, ამჯერად...

“ჩრდილოვანმა ბოსმა ივანიშვილმა ” კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირავა, ამჯერად 300 ათას დოლარად

Published on

 

გუშინ, 13 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ “ოცნებამ” აშშ-ში კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირავა, ამჯერად 300 ათას დოლარად. შეთანხმებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.  

გამოცემა Bloomberg-ზე ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნდა კიდევ ერთი კრიტიკული წერილი, სადაც ავტორი ელი ლეიკი ივანიშვილს “ჩრდილოვან ბოსად” მოიხსენიებს და წერს, რომ მან ვაშინგტონში ახალი ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტი მას შემდეგ გააფორმა, რაც “ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლით შეშფოთებულმა კონგრესმენებმა მის მიერ ხელდასმულ პრემიერმინისტრს” რამდენიმე კრიტიკული წერილი გაუგზავნეს.

“რაც საინტერესოა ამ კონტრაქტის შესახებ, ისაა, რომ კომპანია წარმოადგენს ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიას და არა ხელისუფლებას, რომელსაც ამ ეტაპზე ეს პარტია აკონტროლებს” – წერს ავტორი.

კომპანიას ქართული ოცნება 900 ათას დოლარს გადაუხდის.  

გასულ წელს ოცნებამ ლობისტურ მომსახურებაში ჯამურად 2,7 მილიონი დოლარი გადაიხადა, წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება უკვე მილიონ დოლარს აღემატება. პოლიტიკური ცხოვრების საწყის ეტაპზე, ლობისტების მომსახურებით ხშირად სარგებლობდა ბიძინა ივანიშვილიც. 2012 წელს ივანიშვილმა ლობისტების მომსახურებაში 6 მილიონი დოლარი გადაიხადა. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, ქართული ოცნების მიერ აშშ-ში კიდევ ერთი ლობისტური კომპანიის დაქირავებას   ეხმაურება და ამბობს, რომ უმრავლესობა მათთან არა პარტიული, არამედ სახელმწიფოს ინტერესებისთვის თანამშრომლობს. 

  “მთავარი იცით, რა არის? ლობისტური ჯგუფები, რომლებიც ჰყავდა და დღესაც ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას, სახელმწიფოს იმიჯზე და ინტერესებზე კი არ ზრუნავდნენ, ზრუნავდნენ პარტიულ ინტერესებზე. ჩვენ მათთან არა პარტიული ინტერესებისთვის, არამედ, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესებისთვის ვთანამშროლობთ. სახელმწიფოს ბიუჯეტი ხმარდება სახელმწიფოს ინტერესებს”,-ამბობს ოხანაშვილი. 

ოხანაშვილის თქმით, ლობისტური კომპანიების საშუალებით უმრავლესობა აშშ-ს “მაქსიმალურად ობიექტურ და ზუსტ” ინფორმაციას მიაწვდის იმაში, რომ “ოცნებას” ლობისტური ჯგუფები ეყოლება, “გასაკვირი არაფერია”

“ლობისტური საქმიანობა აშშ-ში ჩვეულებრივი დემოკრატიის შემადგენელი კომპონენტია. შესაბამისად, ეს მხოლოდ მისასალმებელია”,-ამბობს ოხანაშვილი

ზღვა ინფორმაციაში, რაც მიეწოდება დასავლეთს და მთელს მსოფლიოს, ძალიან ბევრი არის არასწორი, უსამართლო. ეს არის ძალიან კარგი არხი, რომ სიმართლე ვუთხრათ მთელს მსოფლიოს იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს. 

დასავლეთი გაიგებს ჭეშმარიტებას, დასავლეთი გაიგებს სიმართლეს. – ასე ეხმაურება ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა კიდევ ერთი ლობისტური კომპანიის დაქირავებას.

სიახლეები

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...

ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...