მთავარიUncategorizedბუნებრივი აირის შეწყვეტის გამო, ქუთაისში 20 სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო...

ბუნებრივი აირის შეწყვეტის გამო, ქუთაისში 20 სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა

Published on

ქუთაისში 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა. ბუნებრივი აირის შეწყვეტის გამო, განათლების რესურსცენტრმა სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც განათლების რესურსცენტრში აცხადებენ, ქალაქის მასშტაბით, 20 სკოლას ვერ მიეწოდა ბუნებრივი აირი და ბავშვების უსაფრთხოების გამო სწავლა ერთი დღით შეწყდა.

„სწავლა ხვალ განახლდება. გაცდენილი დღე კი ერთ შაბათ დღეს ანაზღაურდება”, -განაცხადეს რესურსცენტრში.

სავარაუდოდ, ხვალ განახლდება სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებშიც. ქუთაისში, „სოკარ გაზის“ გაზგამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო, ქალაქის თითქმის 60%-ს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ნაწილს გაზმომარაგება გუშინ აღუდგა, დარჩენილი სამუშაოები, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...