მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლიის კონსორციუმი საარბიტრაჟო დავას, სავარაუდოდ, მარტში დაიწყებს

ანაკლიის კონსორციუმი საარბიტრაჟო დავას, სავარაუდოდ, მარტში დაიწყებს

Published on

ანაკლიის კონსორციუმი მზად არის საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართოს. კონსორციუმში განმარტავენ, რომ საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ შესულა მათთან კონსტრუქციულ დიალოგში და არ გადაუდგამს ნაბიჯები არბიტრაჟის თავიდან ასაცილებლად.

ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ პროცესს კონსორციუმის საერთაშორისო ინვესტორებიც დაიწყებენ.

“პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ გვაქვს არა ერთი იურიდიული გაცვლა-მიმოცვლა წერილობითი მთავრობასთან. სამწუხაროდ ჯერჯერობით შეხვედრა არ დანიშნულა. ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა წამოგყვება ამ შეხვედრაზე. აქედან გამომდინარე, თუ უშედეგოდ დასრულდა ეს პროცესები მაშინ აუცილებლად მივმართავთ 2 თვის თავზე, ალბათ მარტის მეორე ნახევარში უკვე საარბიტრაჟო დავას მოთხოვნით, რომ დაიწყოს არბიტრაჟი,” – აცხადებს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...