მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში დააპატიმრონ

ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში დააპატიმრონ

Published on

“რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიგი უგულავას შემდეგ, ხელისუფლება ჯერ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დაიჭერს, შემდეგ კი მისი ჯერი დადგება. 

გვარამის თქმით, სასამართლო პროცესები ყოველ მეორე დღეს ჩაინიშნა, რის გამოც, მას აღარ ეძლევა საშუალება, სამსახურში იაროს. 

“მე არ მოვალ ამ პროცესებზე, ჩემ გარეშე ეს პროცესები ვერ ჩატარდება. ვივლი კვირაში ერთხელ ისე, რომ შევძლო ჩემი ტელევიზიის ხელმძღვანელობა და თუ უნდათ, შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება და შემიცვალონ პატიმრობით. პატიმრობაში ჯდომა მირჩევნია იმას, რასაც ახლა, ეს კაცი მთავაზობს. მატარონ ძალით პროცესებზე, პატიმრობაში გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს, წერტილი, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა,” – განუცხადა ჟურნალისტებს განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, გამოძიება ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, “რუსთავი 2-ის” კუთვნილი დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

ნიკა გვარამიას, ასევე, ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

“რუსთავი2-ის” ყოფილ გენერალურ დირექტორს, აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....