მთავარისიახლეებიპოლიტიკამოვლენები შესაძლოა რევოლუციური სცენარით განვითარდეს - ბურჯანაძე

მოვლენები შესაძლოა რევოლუციური სცენარით განვითარდეს – ბურჯანაძე

Published on

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას გაერთიანებისკენ თავად ხელისუფლების ქმედებებმა უბიძგა. ბურჯანაძის თქმით, თუ ხელისუფლება ოპოზიციაზე ზეწოლას გააგრძელებს და ლიდერების დაჭერას განაგრძობს, მოვლენები შესაძლოა რევოლუციური სცენარით განვითარდეს, რაც ქვეყნის ინტერესებში არაა:

“ის, რომ ხელისუფლება ასე მოქმედებს, გვაიძულებს ოპოზიციურ პარტიებს ჩვენი სურვილის მიუხედავად უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ და მეტი კოორდინირება გვქონდეს ერთმანეთთან. თუ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება შეძლებს ცალცალკე დაიჭიროს ოპოზიციური ლიდერები და ცალცალკე გაკრიფოს ოპოზიციური პარტიები, ასეთ შემთხვევაში რევოლუციური სცენარი განვითარდება, რაც არავის არ აწყობს,” – განაცხადა ბურჯანაძემ.

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის საგანგებო შეხვედრები მას შემდეგ გაიმართა, რაც უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობა მიუსაჯა, რის გამოც ოპოზიციამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგის მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...