მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავას დაპატიმრება სტრასბურგში გასაჩივრდება

გიგი უგულავას დაპატიმრება სტრასბურგში გასაჩივრდება

Published on

დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გიგი უგულავას დაკავებას დაცვის მხარე უკვე ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს. რა მასალებითა და მტკიცებულებებით გადააგზავნიან საქმეს სტრასბურგში, ჯერ უცნობია, თუმცა ერთ-ერთი დეტალი საქმის მოსამართლედ შალვა თადუმაძის დანიშვნა იქნება, რომელიც მანამდე ამავე საქმის ბრალდების მხარეს წარმოადგენდა.

სანამ ევროსასამართლო სამართლებრივად შეაფასებს, საქმე უკვე შეფასდა პოლიტიკურად საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

გამოხმაურებებში ნახსენები იყო ისეთი თემები, როგორიცაა კითხვები საქართველოს დემოკრატიაზე და სასამართლოს გამოყენება ოპოზიციის დევნისთვის.  გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით იმედგაცრუება გამოთქვეს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა. შეშფოთება გამოთქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. განცხადებები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

საერთაშორისო კრიტიკა მოულოდნელი არ ყოფილა არც გიგი უგულავას თანაპარტიელებისთვის და არც “ქართული ოცნების” ყოფილი წევრებისთვის. პოლიტიკოსებს კითხვები აქვთ საქმის როგორც პოლიტიკურ, ისე სამართლებრივ ნაწილზე.

პარტნიორებისგან კრიტიკის გააქტიურებას, ხოლო ხელისუფლებისგან ოპონენტების დაკავებებს აანონსებენ ოპოზიციური პარტიები და პროცესებს წინასაარჩევნო მიზნებს უკავშირებენ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის დაკავებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი. კომენტარი გააკეთა ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც. ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე აკეთებენ აქცენტს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სამართალი კომპრომისს ვერ დაუშვებს – “ქართული ოცნების” წევრებს მაგალითად საკუთარი გუნდის ის წევრები მოჰყავთ, რომლებიც საბიუჯეტო დანაშაულების გამო დღესაც სასჯელს იხდიან. უმრავლესობაში აცხადებენ იმასაც, რომ საქმის პროცედურასთან დაკავშირებით ოპოზიცია იტყუება და ამით შეცდომაში შეჰყავს საერთაშორისო პარტნიორებიც.

ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით კი დედაქალაქის ყოფილი მერი ამჯერად იმავე საქმეზე ბიუჯეტის გაფლანგვის ბრალდებით დააპატიმრეს.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...