მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილი: მსურს, დავეხმარო იმ უამრავ სტარტაპს, რომელიც ჩნდება ახალგაზრდებში

სააკაშვილი: მსურს, დავეხმარო იმ უამრავ სტარტაპს, რომელიც ჩნდება ახალგაზრდებში

Published on

მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რა მიზანს ისახავს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მისი “საკუთარი შტაბის” გახსნა.

“ეს [სააკაშვილის საკუთარი შტაბის იდეა] ნიშნავს ჩემს პირად ჩართულობას, რათა დავეხმარო პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ასევე ყველა სხვა ოპოზიციურ ჯგუფს და არა მხოლოდ არსებულ, ფორმალიზებულ ოპოზიციურ ჯგუფებს, პარტიებს, არამედ პირველ რიგში, ზოგადად ქართულ საზოგადოებას, იმ ახალ, უამრავ სტარტაპს, რომელიც ჩნდება, ახალგაზრდული პატარა-პატარა ჯგუფები, დიდი ჯგუფები, რომლებსაც უნდათ, გადაარჩინონ თავისი ქვეყანა. აქ მყავდა, ამ სახლში, შვიდი თუ რვა ჯგუფი ახალგაზრდების 50-დან 100 კაცამდე. თავიდან ვხვდებოდი, ვიმარაგებდი საჭმელებს, სასმელებს, მერე მივხვდი, რომ ახალგაზრდები რომ მოდიან, ესენი არიან სხვა ახალგაზრდები – უნდა დაუდო ხორცი, დანა, შეშა. თვითონ ჭრიან, თვითონ წვავენ, თვითონ იქვე არიგებენ, თვითონ ჭამენ და მერე ჩემს სახლს თვითონ ალაგებენ. ისინი თვითორგანიზებულები არიან. განაცხადა სააკაშვილმა

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...