მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “მთავარ აქცენტებში” მომავლის გეგმებზე ისაუბრა.”ვერაფერსაც ვერ შეგვისრულებს [ივანიშილი]… მე ვარ იმისათვის, რომ ბოლომდე შევუსრულოთ და ბოლომდე შევასრულებთ.მე ჩემს თავზე არ ვფიქრობ, თუ დამიჯირებთ. მე ჩემი თავი გადადებული მაქვს საქართველოსთვის.იმათ ჩემთან კი არ აქვთ პრობლემა, იმათ პრობლემა აქვთ ქართველ ხალხთან… იძახიან სააკაშვილი არის წარსული. შექმენით ჯერ იმის მეათედი რაც შექმნა სააკაშვილმა და მერე გამომაცხადეთ წარსულად.ვანო რომ ჩასვეს ციხეში, იმის მერე მსოფლიო შეიცვალა. მაგალითად, ვანო რომ ჩასვეს, არცერთი აიფონი არ არსებობდა. აიფონები არ არსებობდა, იყო ნოკიები. ვანო რომ ჩასვეს, არ იყო უბერი და ა.შ. ვანო რომ ჩასვეს, მსოფლიო იყო სხვა. ამიტომ, მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო და მე მასთან პირადი კონტაქტი არა მაქვს, მე დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, მე დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ახლოს ყოფნით, მე ვიმოგზაურებდი ცოტას მსოფლიოში, გავახელდი თვალებს, გავიხედავდი, გამოვიხედავდი და ამის შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ მივიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს. პირდაპირ თავით გადაშვება იმის გათვალისწინებით, რაც მას ივანიშვილმა გაუკეთა, ალბათ, არ იქნებოდა სწორი.”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
სიახლეები
მსოფლიო
მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...
სიახლეები
“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...
სიახლეები
შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო
მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...
სიახლეები
სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...