მთავარისიახლეებიპოლიტიკა"100/50 არის ის უკიდურესი კომპრომისი"- დიმიტრი ხუნდაძე

“100/50 არის ის უკიდურესი კომპრომისი”- დიმიტრი ხუნდაძე

Published on

ოპოზიცია-ხელისუფლების მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ გადამწყვეტი იქნება. ოპოზიცია რამდენიმე ახალ ინიციატივაზე მუშაობს, ხოლო რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი აცხადებენ, რომ ოპოზიციის ახალ შეთავაზებებს გაეცნობიან, თუმცა დათმობაზე წასვლას არ აპირებენ. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ინიციატივა 100/50-ზე მანდატების გადანაწილებით, არის ყველაზე კომპრომისული ვარიანტი, რომლის შეთავაზებაც მმართველ გუნდს შეუძლია. 

“100/50 არის ის უკიდურესი კომპრომისი, რაც საფუძვლად უდებს სწორედ იმას, რომ უნდა იყოს ქვეყნის ინტერესები დაცული. კიდევ უფრო მიღრმავდება ეჭვი, რომ მათ უნდათ ისეთი შემოთავაზებები, რომელსაც შედეგი არ ექნება და გადავლენ მათთვის სასურველ რევოლუციურ სცენარზე. მე-5 რაუნდს ექნება შედეგი, თუ ოპოზიცია იხელმძღვანელებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა საკუთარი დესტრუქციული ქმედებების რეალიზებით“, – ამბობს ხუნდაძე.

მმართველი გუნდის შეთავაზებას ობიექტურს უწოდებს უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი. ამასთან, წილოსანი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ახალ ინიციატივას დაელოდებიან. 

“ჩვენი შეთავაზებული ვარიანტი იყო ობიექტური. ვფიქრობ, რომ 100/50-ზე არის ნორმალური ვერსია, თუმცა ოპოზიციას ვერავინ დაუშლის, რომ სხვა ვერსიებზე იფიქროს და შემოგვთავაზოს”,- აღნიშნა წილოსანმა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების კარი მუდმივად ღია ვერ იქნება. 

“არ შეიძლება მუდმივად ღია იყოს კარი მოლაპარაკებებისთვის, რადგან ეს მოლაპარაკება თუ არ დასრულდა გარკვეულ დროში, მისი რეალიზების რესურსი აღარ იქნება საკანონმდებლო დონეზე. მოდით მივცეთ ოპოზიციას საშუალება ჩვენს მიერ მომზადებულ შეთავაზება პასუხი გაგვცეს”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...