მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, ახალდაგებული ტროტუარი დაზიანდა

ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, ახალდაგებული ტროტუარი დაზიანდა

Published on

ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, ახალდაგებული ტროტუარი დაზიანდა. ფოტოებს სოციალურ ქსელში მოქალაქე მარიამ სიჭინავა აქვეყნებს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან პასუხს ითხოვს.

„ასი ათასობით ლარი დახარჯეთ გზის რეაბილიტაციისთვის. ერთი თვის განმავლობაში, რომ ზარებით აგიკელით არ ტარდება სამუშაოები ისე როგორც საჭიროათქო, გიჟად შემრაცხეთ (არც მანამდე მაკლებდით მაგას), რომ დასრულდება სამუშაოები მერე თუ იქნა რამე ხარვეზი მაშინ იყვირეო, ხოდა გზა ჩაიქცა და რას აპირებთ?“ – წერს მარიამ სიჭინავა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თუ გზა დაზიანებულია, მას მშენებელი კომპანია აღადგენს.

„აღნიშნული გზა არის საგარანტიო პროექტი და ყველა ხარვეზი, რომელიც გამოვლინდება,  აღმოფხვრილი იქნება მშენებელი კომპანიის მიერ. საგარანტიო ნიშნავს, რომ  გარკვეული წლით მშნებელ კომპანიას ეკისრება ვალდებულება  დაზიანების შემთხვევაში გამოასწოროს დეფექტი თუ ხარვეზი.“- უთხრეს „ოდიშინიუსს“ მერიაში.

სიახლეები

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

"თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი" - ამის...