მთავარისიახლეებისაზოგადოებახობში ახალგაზრდა მამაკაცის მიერ დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ხობში ახალგაზრდა მამაკაცის მიერ დაშავებული ქალი გარდაიცვალა

Published on

ხობში მომხდარი ინციდენტის დროს, დაშავებული ქალი დოდო კორტავა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში,დღეს გამთენისას გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეყვანისთანავე უკიდურესად მძიმე იყო და მისი გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. პაციენტს ქალა-ფუძის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.

შსს ინფორმაციით, ხობის სოფელ პირველ მაისში ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ერთ-ერთ სახლში სტუმრად იმყოფებოდა ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე მასპინძელი მოკლა. ამის შემდეგ, ის მიმალვის მიზნით, მეზობლის სახლში გადავიდა და 75 წლის ქალს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულ ირაკლი აქირთავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ სრულად დააკმაყოფილა პროკურორ დიმიტრი ხვიტიას შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. პროკურორ ხვიტიას თქმით, პატიმრობის შეფარდება დანაშაულის სიმძიმისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის გამო მოითხოვა. ასევე, ხვიტიას თქმით, აქირთავა არ არის გაწონასწორებული პიროვნება და მას შეუძლია მხოლოდ შელაპარაკების გამო ჩაიდინოს დანაშაული.

როგორც სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგობაც გაუწია, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ბრალის დამძიმება.

ბრალდებული ირაკლი აქირთავა დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის გაცხადებით, აქირთავა თავს დამნაშავედ არ ცნობს. უფლებადამცველმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

ირაკლი აქირთავას ბრალად სს კოდექსის 108-ე და 19-108-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებები ედება. მან ხობში საკუთარ ახლობელს მუცლის არეში ჭრილობები დანით მიაყენა, მეზობელ ქალს კი, ბლაგვი საგნით მიაყენა ჭრილობები. შედეგად, მამაკაცი საავადმყოფოში დაიღუპა.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...